ENG | ქართ
სიახლეები « წინა შემდეგი » 



საიტის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  მონაცემთა გაცვლის სააგენტო წარმოგიდგენთ ახალ ვებ-გვერდს.  ვებ-გვერდის შექმნის მიზანია გაამარტივოს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის ელექტრონულ სამთავრობი რესურსებზე წვდომა.  თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით საქართველოში უკვე დაიწყო სხვადასხვა სამთავრობო ელექტრონული მომსახურებების დანერგვა.  არაერთმა სამინისტრომ თუ მასზე დაქვემდებარებულმა უწყებამ დანერგა სხვადახვა ელექტრონული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას და ამა თუ იმ ოპერაციის ინტერაქტიულად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შესრულების საშუალებას აძლევს.  ეს კი ზოგავს როგორც დროით, ისე ფინანსურ და სხვა სახის რესურსებს.

ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი გრძელდება.  მაღალი აქტიურობით იქმნება და ეშვება სხვადასხვა მომსახურებების ელექტრონულად მიღების ვებ-გვერდები.  დღემდე აღნიშნული მომსახურებების რესურსები გაფანტულად, სხვადასხვა უწყებების ვებ-გვერდებზე იყო წარმოდგენილი, რაც ართულებდა მომხმარებლებისთვის მათი გამოყენების პროცესს.

იმისათვის, რომ მომხმარებლებმა უფრო უკეთ გააცნობიერონ ელექტრონული მომსახურებების უპირატესობები და აქტიურად გამოიყენონ სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის ელექტრონული ფორმა, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შექმნა ახალი ვებ-გვერდი.

ეს არის საქართველოს სამთავრობო უწყებების ელექტრონული მომსახურებების ვებ-გვერდი.  აქ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ კატეგორიების მიხედვით დახარისხებული ის ნებისმიერი ელექტრონული მომსახურება, რომელთა გამოყენებაც ამჟამად არის შესაძლებელი.  საიტი გათვლილია ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელზე, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი თუ სახელმწიფო მოხელე.  თითოეული მათგანი საიტზე ადვილად მოიძიებს მისთვის საჭირო მომსახურებას, გაეცნობა მის არსს, უპირატესობებს.  ასევე მიიღებს ინფორმაციას სამომავლოდ დაგეგმილი სერვისების შექმნისა და მათი გაშვების შესახებ.  იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო იმედოვნებს, რომ აღნიშნული  ვებ-გვერდი პოზიტიურ როლს ითამაშებს საქართველოში სხვადასხვა სამთავარობო ელექტრონული მომსახურებების პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში.

საქართელოს იუსტიციის სამინისტრო
სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო
ტელ: (+995 32) 291 51 40 (105/103)
ელ.ფოსტა: info@dea.gov.ge